მამუკა ხაზარაძე - როდესაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მიდის ომი, დავით გარეჯის თემის წამოწევა არის პოლიტიკური სპეკულაცია

როდესაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მიდის ომი, დავით გარეჯის თემის წამოწევა არის პოლიტიკური სპეკულაცია და ქართველების ემოციებზე ზემოქმედება, თითქოს მათ ახლა გაახსენდათ დავით გარეჯი, - ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანას აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც არ არის გამოყენებული, ეს არის ადამიანური ურთიერთობა, საერთო ოჯახები და საერთო მეგობრობა.

„ჩვენ ,,ქართულ ოცნებას“ გავისტუმრებთ, გარეჯის საკითხსაც გადავწყვეტთ მშიდობიანად, ისე როგორც ეს საქართველოს ინტერესებს შეესაბამება და დავიწყებთ სვლას ძალიან სერიოზული ნაბიჯებით ჩვენი ოსი და აფხაზი ძმების შემორიგებისკენ. „ლელოს“ საბოლოო მიზანი თქვენთან ერთად ამ ქვეყნის გაერთიანებაა და ჩვენ ვიცით როგორ მივიდეთ ამ წერტილამდე. გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც არ არის გამოყენებული, ეს არის ადამიანური ურთიერთობა, საერთო ოჯახები და საერთო მეგობრები. ამას სჭირდება ამოქმედება, საერთო ბიზნესების დაწყება, ქალაქ ანაკლიის მშენებლობა და მსგავსი პროექტები რათა აფხაზებთან და ოსებთან დავიწყოთ ახალი ფურცელი ურთიერთობების,“ - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს