სერგო ჩიხლაძე - კვლევამაც დაადასტურა, რომ მთავრობამ განვლილი 6 თვე ვერ გამოიყენა და ეპიდემიის მორიგ ტალღას მოუმზადებელი შეხვდა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, IPSOS-ის კვლევამ სრულიად დაამსხვრია „ქართული ოცნების“ მიერ მოგონილი მითი იმის შესახებ, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მომზადებული შეხვდა კოვიდ მდგომარეობას და წარმატებულად მართა სიტუაცია.

ჩიხლაძის შეფასებით, ეს ბუნებრივია, რადგან გაზრდილი ციფრების პირობებში ჯანდაცვის სისტემაში არასწორი მენეჯმენტის წყალობით, ქაოსი და არეულობაა შექმნილი, უფრო მეტიც, ხარვეზები შეიმჩნევა ყველგან, დაწყებული ტესტირებიდან დამთავრებული ჰოსპიტალური სექტორის მდგომარეობით.

„მითი იმის შესახებ, თითქოს „ქართული ოცნება“ და ჯანდაცვის სისტემა მომზადებული შეხვდა ქვეყნაში შექმნილ კოვიდ მდგომარეობასა და კარგად მართა სიტუაცია, დაიმსხვრა. IPSOS-ის კვლევამ მოქმედი მთავრობის უმოქმედობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. სწორედ, ამაზე მეტყველებს ის მონაცემები, რაც არის კვლევაში მოცემული. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობამ აზრი შეიცვალა და განსაკუთრებით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ძალიან ცუდად მართა ეპიდემია, ხოლო მნიშვნელოვნად შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომელსაც მიაჩნია, რომ ეპიდემიას კარგად გაუმკლავდა ხელისუფლება. ეს ბუნებრივია, რადგან გაზრდილი ციფრების პირობებში ჩვენ ვხედავთ ჯანდაცვის სისტემაში არასწორი მენეჯმენტის წყალობით, როგორი ქაოსი და არეულობა შეიქმნა, ხარვეზები შეიმჩნევა ყველგან, დაწყებული ტესტირებიდან დამთავრებული ჰოსპიტალური სექტორით. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანების გამოკითხვა მოხდა, ჯერ კიდევ, სექტემბრის დასაწყისში, როდესაც მაჩვენებლები ასე მკვეთრად გაზრდილი არ იყო. შესაბამისად, შემდეგ კვლევებში რასაკვირველია უკმაყოფილო ადამიანთა ციფრები კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო კმაყოფილი ადამიანების რაოდენობა შემცირდება. განვლილი 6 თვე მთავრობამ ვერ გამოიყენა და ეპიდემიის მორიგ ტალღას მომზადებული არ შეხვდა“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ

აღნიშნულ კომენტარს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს