სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სტაჟიორ-გამომძიებელთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ახალი და კვალიფიციური კადრების დასაქმების მიზნით, სტაჟიორ-გამომძიებელთა შესარჩევი კონკურსი პირველად გამოცხადდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატიდან აცნობეს, საკონკურსო განაცხადები (აპლიკაციები) 5 ოქტომბრიდან, მიმდინარე წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება.

„პროგრამის მიზანია სამსახურმა მოიზიდოს კვალიფიციური, მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მქონე კადრები და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას. სტაჟირების პროცესი თითოეულ დაინტერესებულ პირს აძლევს საუკეთესო შესაძლებლობას გაიაროს ღია კონკურსი და გახდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გუნდის წევრი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი უნდა იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა ან საერთო/სისხლის სამართლის მიმართულებით მოსამართლეობის/პროკურატურის/ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა. კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შეფასება სამ ეტაპად მოხდება: პროფესიული ტესტირება, ტესტირება ზოგად უნარებში და გასაუბრება.

ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კონკურსის შედეგად შერჩეული 5 საუკეთესო სტაჟიორ-გამომძიებელი1 წლიან ანაზღაურებად სტაჟირებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველოში გაივლის. ანაზღაურება ყოველთვიურად დარიცხულ 700 ლარს შეადგენს.

სტაჟიორ-გამომძიებელი აღჭურვილი იქნება გამომძიებლის უფლებამოსილებით, რაც მას საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და სამომავლო კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას მისცემს.

სტაჟიორ-გამომძიებელთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი (აპლიკაცია) ელექტრონულად, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით უნდა გააგზავნოს.

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში შესაძლოა კანდიდატს სტაჟირების ვადა გაუგრძელეს ან დასაქმდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამომძიებლის პოზიციაზე”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს