ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ლაბორატორიების და სამედიცინო დაწესებულების სიმძლავრე, მათ შორის, ადამიანური რესურსი, ამოუწურავი არ არის

ადამიანური რესურსი დღეს ყველაზე კრიტიკული რესურსია, რესურსი არასდროს არ არის ამოუწურავი, ის თვლადი და გაზომვადია, -ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პრემიერის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი არ არის შეუზღუდავი.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ლაბორატორიების და სამედიცინო დაწესებულების სიმძლავრე, მათ შორის, ადამიანური რესურსი ამოუწურავი არ არის.

„რა თქმა უნდა, რესურსი არასდროს არ არის ამოუწურავი, რესურსი არის თვლადი და გაზმოვადი. სწორედ ეს იგულისხმა პრემიერმა. არც ლაბორატორიების სიმძლავრე, არც სამედიცინო დაწესებულების სიმძლავრე და ადამიანური რესურსი არამხოლოდ ჯანდაცვის კუთხით, არამედ ნებისმიერი სხვა მიმართულებით არასდროს არ არის ამოუწურავი.

სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენი თხოვნაა, იყოს საზოგადოების ერთობლივი ჩართულობა იმისთვის, რომ ის გეგმური ნაბიჯები, წინდახედული და გათვლილი ზომები, რომლებიც გვაქვს მიღებული, რაციონალურად გადანაწილდეს დროში. ყველა კარგად ვხვდებით, რომ კოვიდინფექცია არ დაწყებულა თებერვალში და არ დამთავრდა მარტში.

მასთან თანაცხოვრება მოგვიწევს. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება არა მხოლოდ სამედიცინო მომსახურება მიმართონ , არამედ ჰქონდეთ საშუალება მოემსახურს ისეთი პერსონალი, რომელიც არ იქნება24/7-ზე გადატვირთული და მივაწვდით ხარისხიან სერვისს.

ადამიანური რესურსი დღეს ყველაზე კრიტიკული რესურსია, ვინაიდან ადამიანებს, მითუმეტეს, მათ ვინც კრიტიკულ მედიცინაში მუშაობს, აქვს 24 - საათიანი სამუშაო გრაფიკი. მათ სჭირდებათ დასვენება და საშეღავათო გრაფიკი“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს