ამირან გამყრელიძე - კორონავირუსით ინფიცირებულების ახლო კონტაქტები, ყოველგვარი ტესტირების გარეშე პირდაპირ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულთან მყოფი ახლო კონტაქტები - ოჯახის ან სამსახურეობრივი კონტაქტები ყოველგვარი ტესტირების გარეშე პირდაპირ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში.

ამირან გამყრელიძის თქმით, ახლო კონტაქტები 12 დღის განმავლობაში უნდა იყვნენ თვითიზოლაციაში.

„შევჯერდით, სამინისტროში წარვადგინეთ დადგენილება, რომ ინიფიცრებულების ახლო კონტაქტები, ოჯახის და სამსახურებრივი კონტაქტები ყოველგვარი ტესტირების გარეშე პირდაპირ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში. სახლში უნდა დარჩნენ ან კარანტინში. შემდგომ, 12 დღის განმავლობაში, თუ ისინი უსიმპტომოები არიან, არ უტარდებათ ტესტირება. 12 დღის შემდგომ კი თავისუფლები არიან. თუ მოხდა კიდეც ინფიცირება ან ჰქონდათ უსიმპტომო ინფიცირება, გადამდებები აღარ არიან. თუ 12 დღის განმაავლობაში წარმოეშვებათ სიმპტომი-ხველა, ტემპერატურა , სუნთქვის გაძნელება, უკავშირდებიან ექიმს“,-განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: მომზადებულია მთავრობის დადგენილება, რომელიც რამდენიმე დღეში შევა ძალაში

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის