ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს ლაშა ქველაძეს 3 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა, არიფ იუსუპოვს კი - 4 ათას ლარიანი გირაო

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს, ლაშა ქველაძეს გირაო 3 ათასი ლარი შეუფარდა, არიფ იუსუპოვს კი - 4 ათას ლარიანი გირაო.

პროკურატურა, ორივე ბრალდებულისათვის 5 ათას ლარიან გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

ლაშა ქველაძის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა. ლაშა ქველაძეს ბრალი ოფიციალურად ორი – სსკ-ის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 162-ე ( კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა) პრიმა მუხლებით აქვს წაყენებული.

არიფ იუსუპოვის ადვოკატიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა. იუსუპოვს ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, კონკრეტული პირის მიმართ განხორციელებული ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი.

ორივე ბრალდებული გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლედება პატიმრობიდან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა