"დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის" პირველი ტომის შეძენა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად უკვე შესაძლებელია

5 ოქტომბრიდან "დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის" პირველი ტომი "დედამიწა, ცხოველები, მცენარეები" წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, უკვე ხელმისაწვდომია.

წიგნის სპეციალური ფასია 10.00 ლარი, გაზეთთან ერთად - 11.50.

ენციკლოპედიაში თავმოყრილი ტერმინები ასახავს თანამედროვე სამყაროს იმ სპეციალიზებულ სფეროებში, რომლებიც ქმნიან ჩვენს ყოველდღიურობას.

7-ტომეული აერთიანებს 25 000 გან­მარ­ტე­ბას და 8000 დე­ტა­ლუ­რ ილუსტრა­ციას. ყვე­ლა ტერ­მი­ნი ორ ენა­ზე - ქარ­თუ­ლად და ინ­გლი­სუ­რადაა მოცემული.

მკი­თხველ­თა ფარ­თო წრის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ენ­ციკ­ლო­პე­დია 18 თე­მა­დაა და­ყო­ფი­ლი.

პირ­ველ ტომ­ში შე­დის შემ­დე­გი თე­მე­ბი:

  • დე­და­მი­წა;
  • მცე­ნა­რე­ე­ბი;
  • ცხო­ვე­ლე­ბი.

ამ ტო­მი­დან მკი­თხვე­ლი შე­ი­ტყობს ინ­ფორ­მა­ცი­ას დე­და­მი­წის სტრუქ­ტუ­რის, მისი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის, სხვდას­ხვა ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნის, ფი­ზი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი კარ­ტოგ­რა­ფი­ის, მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი რუ­კი­სა და სად­გუ­რის, მი­ნე­რა­ლე­ბის, კვე­ბი­თი ჯაჭ­ვის შე­სა­ხებ და სხვა.

მცე­ნა­რე­ე­ბის ნა­წილ­ში მო­ცე­მუ­ლია ინფო­რმა­ცია მისი ნა­ირ­სა­ხე­ო­ბის, ზრდა-გან­თვი­თა­რე­ბი­სა და მრეწ­ვე­ლო­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ.

რაც შე­ე­ხე­ბა ცხო­ვე­ლე­ბის ნა­წილს, აქ მო­ცე­მუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია ევო­ლუ­ცი­ის შე­სა­ხებ, ასე­ვე, თევ­ზებ­ზე, მწე­რებ­ზე, ქვე­წარ­მავ­ლებ­ზე, სხვა­დას­ხვა ჩლი­ქო­სან, მტა­ცე­ბელ, ჩან­თო­სან თუ წყლის ძუ­ძუმ­წოვ­რებ­ზე.

გა­მო­ცე­მა 7 ტო­მად, თვე­ში ერთხელ, სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად გა­მო­ვა გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად.

https://www.facebook.com/Palitra.L.Publishing/videos/2809800732586702

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა