ამირან გამყრელიძე - ნახევარ მილიონზე მეტი PCR ტესტი და 200 000-მდე სწრაფი ტესტი გვაქვს მარაგში

უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად, ეს იქნება სულ მცირე 1 წელი კიდევ , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, „მედიცინა ჯერჯერობით უძლურია“.

„უნდა გავითავისოთ, რომ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ზრუნვა თავის მოქალაქეებზე, მაგრამ სახელმწიფო, დამსაქმებლები და საზოგადოება - ეს სამივე შტო უნდა ვიყოთ ერთად. ასევე, დიდი პასუხისმგებლობაა დამსაქმებლების, როგორი იქნება მათი პირადი პასუხისმგებლობა, რომ დაწესებულებაში ტემპერატურით ადამიანი არ დაიშვას, რომ კონტაქტები იზოლაციაში იქნას გადაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძე აცხადებს, საქართველოში დაახლოებით ნახევარ მილიონზე მეტი PCR ტესტია მარაგში და ამ მხრივ დაბრკოლება არ არის.

„დაახლოებით ნახევარ მილიონზე მეტი ტესტი გვაქვს მარაგში, ასევე, გვაქვს 200 ათასამდე სწრაფი ტესტი. ამ მხრივ ქვეყანაში დაბრკოლება არ არის, ლაბორატორიათა რაოდენობაც იმატებს, იყო 22 და კიდევ ემატება 3 ლაბორატორია, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იყოს. მთავარი არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რაც უნდა გამოიხატოს იმ რეგულაციების შესრულებაში, რასაც ვსაუბრობთ.

მივეჩვიეთ ცხოვრებას პირბადესთან ერთად, ამაზე კარგი თავდაცვის საშუალება არ არის, არ შევიკრიბოთ ბევრი ადამიანი ერთად, დავიცვათ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები“ , - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა