საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელგუჯა ბერანძე და სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლები იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა, იმპორტირებილი ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებაც განიხილეს, რომლის მიხედვითაც იმპორტირებული ფრინველის ხორცს თან უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმენტი.

„საბაჟო კონტროლის პროცედურების გავლისას, იგივე დოკუმენტი შეიძლება წარმოდგენილი იქნეს ვეტერინალური სერტიფიკატის სახითაც, ხოლო მასში მითითებულ გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ნაჭრებში, (მიუხედავად გამოყენებული გაციების მეთოდისა) წყლის საერთო რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 5%-ისა. სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. კერძო სექტორის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის აქტუალურ თემებზე და არსებულ გამოწვევბზე ესაუბრათ. ბიზნესსექტორთან შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა