აზერბაიჯანის გენპროკურორი მსოფლიოს ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს მიმართავს, „თვალი ადევნონ ეთნიკურად სომეხი მოხალისეების შეკრებას“

აზერბაიჯანის პროკურატურა მთელი რიგ ქვეყნებში კოლეგებს მიმართავს, სადაც არის სომხური დიასპორები, თვალი მიადევნონ „მოხალისეთა“ შეკრებას მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი ქიამრან ალიევი ოფიციალურად მიმართავს აშშ-ის, კანადის, ავსტრალიის, გერმანიის, საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის, უზბეკეთის, ურუგვაის, ერაყის, ირანის, არგენტინის, ბრაზილიის, ბულგარეთის და პოლონეთის გენერალურ პროკურორებს, ასევე ლიბანის, საბერძნეთის, სირიისა და საფრანგეთის იუსტიციის მინისტრებს“, - განაცხადეს უწყების პრესსამსახურში.

აზერბაიჯანის პროკურატურის ცნობით, აზერბაიჯანის შეირაღებული ძალების მიერ კონტრშეტევითი ზომების შედეგად, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს პოზიციები, რის გამოც, სომხეთმა საზღვარგარეთ მყოფ სომხებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ შეიარაღებულ კომნფლიქტში თავისი ცოცხალი ძალის გასაძლიერებლად.

„ზოგიერთ მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ დაახლოებით ათასამდე ეთნიკურად სომეხი ჩამოვიდა, ან აპირებს ჩამოსვლას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. იმ სახელმწიფოებმა, საიდანაც მოდიან ე.წ. მოხალისეები, უნდა გაითვალისწინონ ის გარემოება, რომ საბრძოლო გამოცდილების მიღების შემდეგ, ამ ადამიანებმა, თავის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების შემდეგ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. ასევე, აღინიშნა, რომ სომხეთის ხელისუფლების ქმედება ჟენევის კონვენციის აშკარა დარღვევაა“, - განაცხადეს გენპროკურატურაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა