ამირან გამყრელიძე - უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი მოსახლეობის  დიდ ნაწილს, ჯერ კიდევ უჭირს კოვიდ-19-ის აპლიკაციების გამოყენება, მისი ეფექტი კი ძალიან დიდია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, IT ტექნოლოგიები კორონავირუსის მართვის ერთ-ერთი მეთოდია, საქართველოში კი IT ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება პრობლემას წარმოადგენს, რადგან მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, ჯერ კიდევ უჭირს ამ აპლიკაციების გამოყენება.

როგორც ამირან გამყრელიძე დასძენს, თუ ინფიცირებული Covid-19-ის პრევენციისთვის შექმნილ აპლიკაციას გამოიყენებს და მიუთითებს რომ ის ინფიცირებულია, აპლიკაციის საშუალებით კონტაქტების მოძიება გახდება შესაძლებელი.

„განვითარებული IT ტექნოლოგიები კორონავირუსის ერთ-ერთი მართვის მეთოდია. ზოგადად, აპლიკაციების დანიშნულებაა საზოგადოებაში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების კულტურაზე ეფექტი. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ უჭირს ამ აპლიკაციების გამოყენება. მისი ეფექტი კი ძალიან დიდია. ვისაც კეთილსინდისიერად შეყავს აპლიკაციაში მონაცემები, რომ ინფიცირებული იყო, შემდგომ მთელი სისტემებია კავშირის, რაც ადგენს ინფიცირებული სად გაივლის, რასთან ჰქონდა კავშირი. ეს, რა თქმა უნდა უნდა, დამატებითი ინფორმაციაა ეპიდემიოლოგებისთვის. განსაკუთრებით დიდი გავრცელებისას, რომ მოხდეს იდენტიფიცირება კონტაქტში მყოფი პირების. პრობლემაა ზოგადი ქვეყანაში IT ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, 4 წლის წინ შეიქმნა იმუნიზაციის აპლიკაცია, რითიც მხოლოდ 1000-მა მშობელმა ისარგებლა.

„ 4 წლის წინ, ჩვენ შევქმენით იმუნიზაციის აპლიკაციაც. ყველა დედას, ვინ იმშობიარებდა რეკომენდაცია იყო ჩამოეტვირთათ და შეეყვანათ შვილის დაბადების დღე და წელი, აპლიკაცია კი აძლევდა მათ ინფორმაციას საქართველოში არსებულ იმუნიზაციის კალენდარზე, როდის უნდა აცრილიყო ბავშვი ახსენებდა. აპლიკაცია 4 წლის წინ გავაკეთეთ და ჩამოტვირთა 1000-მა მშობელმა, როდესაც წელიწადში 50 ათასიდან 55 ათასამდე მშობიარობაა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა