მიხეილ სააკაშვილი - ყველა დაღუპულ სომეხსა და აზერბაიჯანელზე გული შემტკივა - მე ვარ საქართველოს შვილი და უკრაინის მოქალაქე, შეუძლებელია ქართველი და ნებისმიერი უკრაინელი მხარს უჭერდეს სეპარატიზმს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის კატეგორიული მოწინააღმდეგეა. როგორც სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში განმარტავს, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში ეთნიკურად სომხური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები გამოიყვანა, რომლებიც ყარაბაღის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მის პოზიციას აპროტესტებდნენ.

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ აქციის უკან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება და მათი უცხოელი სპონსორები დგანან.

„ჩემი პოზიცია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე ყველას ძალიან კარგად ესმის. მე ვარ ომისა და სისხლისღვრის კატეგორიული მოწინააღმდეგე. მე ყველა დაღუპულ სომეხსა და აზერბაიჯანელზე გული შემტკივა. შეუძლებელია მომწონდეს, როცა საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ამავე დროს, მე ვარ საქართველოს შვილი და ასევე, უკრაინის მოქალაქე. შეუძლებელია ქართველი და ნებისმიერი უკრაინელი არ უჭერდეს მხარს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და მხარს უჭერდეს სეპარატიზმს. უფრო მეტიც, ნებისმიერი ქართველი, რა ეთნიკური წარმომავლობისაც არ უნდა იყოს, ვინც სეპარატიზმს მხარს უჭერს, ის საქართველოს წინააღმდეგია. ამიტომ, როდესაც ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს ვაღიარებთ, როგორც უკრაინის მთავრობამაც განაცხადა და მეც არაერთხელ მითქვამს წარსულში, ჩვენ ვაღიარებთ აზერბაიჯანის ტერიტიორიულ მთლიანობასაც“, - აცხადებს სააკაშვილი.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა