საქართველოში ჩამოსვლის და დისტანციურად მუშაობის სურვილი 1 თვეში 800-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქემ გამოხატა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის "იმუშავე საქართველოდან" ფარგლებში 27 აგვისტოდან 4 ოქტომბრის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყნის 800-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ტურიზმის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ქვეყანას - სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორები სტუმრობენ, რომელთა შერჩევის ერთ-ერთი საკვალიფიკაციო კრიტერიუმი საშუალო ყოველთვიური მინიმალური შემოსავალი - 2 000 აშშ დოლარია.

„იმუშავე საქართველოდან" პროექტის ფარგლებში საქართველოს უკვე ეწვია აშშ-ის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, უკრაინის, ახალი ზელანდიის, კანადის 83 მოქალაქე. ვიზიტორები საქართველოში ხანგძლივი პერიოდით დარჩებიან და დისტანციურად იმუშავებენ. მიღებული აპლიკაციების კატეგორიების განაწილება შემდეგნაირია: 53% თვითდასაქმებული, 28% - სრულგანაკვეთზე დასაქმებული, ხოლო 19% - მეწარმე”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში რეგისტრირებული აპლიკანტები მოქალაქეობის მიხედვით 60-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ. ტოპ ხუთეულში შემდეგი ქვეყნის მოქალაქეები მოხვდნენ: რუსეთი - 28%, აშშ - 18%, ბელარუსი 6 %, დიდი ბრიტანეთი - 5%, უკრაინა - 5%. და მიღებული განცხადებებიდან უკვე დადასტურებულია 350-მდე დაინტერესებული პირის აპლიკაცია, ხოლო არ დაკმაყოფილდა 80-მდე აპლიკაცია.

“იმუშავე საქართველოდან“ არის ინოვაციური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა კოვიდ პანდემიის დროს, რომ მოხდეს ტურიზმის ინდუსტრიის სტიმულირება და წახალისება. ჩვენი მიზანია პროექტის ფარგლებში სტრატეგიული ქვეყნებიდან ძალიან უსაფრთხოდ მოვიზიდოთ კიდევ უფრო მხარჯველუნარიანი ტურისტები, რომლებიც შედარებით გრძელი ვადით იცხოვრებენ ჩვენს ქვეყანაში და დისტანციურად იმუშავებენ საქართველოდან. ძალიან მოკლე პერიოდში, დაახლოებით 1 თვეში 60-მდე ქვეყნის 800-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქის განაცხადი გვაქვს მიღებული, რომელიც საქართველოში ჩამოსვლის და დისტანციურად მუშაობის სურვილს გამოხატავს.

ეს პროქტი გათვლია მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებზე და არა რაოდენობაზე, ამიტომ კრიტერიუმების შერჩევისას ერთ-ერთი მთავარი პირობაა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჰქონდეს თვეში მინიმუმ 2000 დოლარი შემოსავალი, რომ განვიხილოთ აპლიკაცია.

ჩვენ ამ პროექტით ხელს ვუწყობთ უსაფრთხოდ ტურიზმის ამოქმედებას და კიდევ უფრო მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვას. პროექტი მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის, მოხარულივარ რომ ათობით სასტუმრო ჩაერთო კერძო საკარანტინო პროექტის ფორმატით, ეს დამატებითი სტიმულია კერძო სექტორისთვის. როგორც იცით უცხო ქვეყნის მოქალაქეები თავად ანაზღაურებენ საკარანტინო ხარჯებს. ძალიან პოზიტიურად შეფასდა ეს პროექტი საერთაშორიო მედიაში, „იმუშავე საქართველოდან“ პროექტის შესახებ სტატიები მომზადდა ისეთ გავლენიან გამოცემებში, როგორიცაა: New York Times, Forbes, Insider და სხვ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტი იყოს ცნობადი და შემოვიდეს მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები, რაც ჩვენს ეკონომიკას და კერძო სექტორს გააძლიერებს”, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, “იმუშავე საქართველოდან“ პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოსვლის მსურველები https://stopcov.ge/-ზე წინასწარ სპეციალურ ფორმას ავსებენ და დოკუმენტურად ადასტურებენ ქვეყანაში შემოსვლისთვის აუცილებელ პირობებს. გარდა ამისა, მათ საკუთარი სახსრებით სრულად უნდა უზრუნველყონ 8-დღიანი კარანტინის გავლა დატესტირება.

(შესავსები ფორმის ბმული: https://registration.gov.ge/pub/form/20/ydrv71/ )

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა