ირაკლი აბესაძე - იპოდრომზე თბილისის ცენტრალური პარკის გაშენება, ივანიშვილის მხრიდან, წინასაარჩევნოდ, კიდევ ერთი მოსყიდვის მცდელობაა

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის გაშენებას არის მორიგი დადასტურება თუ როგორ უკანონოდ მოქმედებს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“.

აბესაძის თქმით, ეს არის ივანიშვილის მხრიდან წინასაარჩევნოდ კიდევ ერთი მოსყიდვის მცდელობა.

როგორც აბესაძე აღნიშნავს, ამ საქმეში იკვეთება შესაძლო ფულის გათეთრების სქემა.

„ეს არის მორიგი, ძალიან ადვილად გამოსაცნობი წინასაარჩევნო ფარსი ივანიშვილის გულმოწყალების შესახებ. გავიხსენოთ, თუნდაც, 2018 წლის ვალების ჩამოწერა, როდესაც გვარწმუნებდნენ, რომ 4 მილიარდი ლარის ვალები ჩამოწერეს, რომელიც ფონდ „ქართუს“ მხოლოდ 38 მილიონი ლარი დაუჯდა. ახლა კი გვარწმუნებენ, რომ წინასაარჩევნოდ იპოდრომის ტერიტორიის სახელმწიფოსთვის გადაცემა, ეს არის უპრეცენდენტო ქველმოქმედება და გულმოწყალება. სინამდვილეში, ამის უკან დგას ის, რომ ივანიშვილმა სახელმწიფოს დაუბრუნა აქტივი, რომლისგანაც ის ვერანაირ ეკონომიკურ მოგებას ვერ ნახულობდა და ვერც ნახავდა. ყველას კარგად ესმის, რომ იქ შეიძლება მხოლოდ გაკეთებულიყო პარკი და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტებითაც ეს ასეა.

მეორე, ამ გადაცემით, ივანიშვილმა რეალურად ნახა მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი. შეგახსენებთ, ჯერ კიდევ ივნისში, როდესაც ივანიშვილმა, მის საკუთრებაში არსებული კომპანიისგან, ფონდი „ქართუს“ მეშვეობით, 60 მილიონ ლარად გამოისყიდა ეს ტერიტორია. ანუ მან ფონდ „ქართუში“ ოფშორული კომპანიებისგან შემოწირული 60 მილიონი ლარი გადაიტანა თავისი ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში და დღეს ირკვევა, თუ რატომ გააკეთა ეს.

როდესაც ვსაუბრობთ, რომ ივანიშვილს ჰქონდა განზრახვა ტერიტორიის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ, მაშინ მას შეეძლო ეს გაეკეთებინა საკუთარი შპს - თიც და ამ შემთხვევაშიც ეს ოპერაცია იქნებოდა უსასყიდლო და ივანიშვილს დამატებითი გადასახადების გადახდა აღარ მოუწევდა. ამის ნაცვლად, მან აიღო ოფშორული კომპანიებიდან ჩამორიცხული 60 მილიონი ლარი, გადაიტანა შპს- ში, მაშინვე დავსვით კითხვები, ხომ არ იყო ეს ფულის გათეთრება და რამდენად კანონიერი წარმომავლობის იყო ეს თანხა და რაც მთავარია, რა მიზანი ჰქონდა საქველმოქმედო ფონდიდან, სადაც თანხების ხარჯვაზე მეტი კონტროლი აქვს სახელმწიფოს, ფულის გადატანას საკუთარ შპს-ში. თუ მას უნდა ეჩუქებინა ეს სახელმწიფოსთვის, მაშინ დასტურდება ჩვენი მაშინდელი ვარაუდები, რომ დიდი ალბათობით ეს არის ფულის გათეთრება და დიდი ალბათობით ამ თანხის დიდ ნაწილს ივანიშვილი მოახმარს წინასაარჩევნოდ, უკანონოდ ხარჯვასა და მოსყიდვის მცდელობას საზოგადოებაზე. ჩვენი საზოგადოება ივანიშვილის ამ მოჩვენებით ქველმოქმედებას მიჩვეულია, ეს არ იქონიებს რაიმე მნიშვნელოვან ზეგავლენას ამომრჩეველზე, უბრალოდ ეს არის მორიგი დადასტურება თუ როგორ უკანონოდ მოქმედებს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, როგორ ცდილობს საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყაროს და ეს ყველაფერი წარმოაჩინოს ქველმოქმედებად.“ -აცხადებს აბესაძე.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო