ბელარუსში სამართალდამცავებმა 317 დემონსტრანტი დააკავეს

ბელარუსმა სამართალდამცავებმა გუშინ მინსკში გამართული საპროტესტო აქციის დროს 317 დემონსტრანტი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ცნობისთვის, გუშინ მინსკის ცენტრში ათასობით ადამიანი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით გამოვიდა. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

შეგახსენებთ, ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. საზოგადოების ნაწილი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობს და ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციები ძალის გამოყენებით არაერთხელ დაშალეს და ათასობით ადამიანი დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა