ზურაბ ჭიაბერაშვილი - “ოცნების” განცხადება, მთავრობის მიერ კორონაკრიზისის ეფექტიანი მართვის შესახებ, თავიდანვე აბსოლუტური ილუზია და მითი იყო

ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ უზრუნველყო სამედიცინო სექტორის სათანადო მომზადება ინფიცირებულთა რიცხვის მატებისთვის“,- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, ჯანდაცვის სისტემის რესურსი არ არის შეუზღუდავი.

ჭიაბერაშვილის თქმით, გახარიას ამ განცხადებამ გამოავლინა რომ „ქართული ოცნების“ განცხადება, მთავრობის მიერ კორონაკრიზისის ეფექტიანი მართვის შესახებ, თავიდანვე აბსოლუტური ილუზია და მითი იყო

„ჩვენ დღეს მკაფიოდ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ უზრუნველყო სამედიცინო სექტორის სათანადო მომზადება ინფიცირებულთა რიცხვის მატებისთვის. გახარიას განცხადება, რომ სამედიცინო სექტორის რესურსი არ არის შეუზღუდავი, პირდაპირი მინიშნებაა, რომ ჩვენ შეიძლება, მათი არასწორი ქმედების გამო, აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს მასშტაბით არ იქნება სამედიცინო სექტორში საკმარისი საწოლები, შეიძლება სასუნთქი აპარატებიც. ეს კი ივანიშვილის მთავრობის პირდაპირი ვალდებულებაა“,-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ინფორმაციას "ევროპული საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა