თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი - ვითხოვთ ჩვენი ექსპერტების ჩართვა და იმ ჩანაწერების შეფასება მოხდეს, რომელიც სურთ, რომ გამოიყენონ, როგორც თვითმკვლელობისთვის საკმარისი მტკიცებულება

ჩვენი მოთხოვნაა გამოძიებასთან ერთად მოხდეს ჩვენი ექსპერტების ჩართვა და იმ ჩანაწერების შეფასება, რომელიც უნდათ, რომ გამოიყენონ როგორც თვითმკვლელობისთვის საკმარისი მტკიცებულება, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა თბილისის პროკურატურასთან განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქმის მასალებში არის გარკვეული პირების ჩვენებები, რომლის საფუძველზეც საჭიროა დამატებით ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოთხოვა და საზოგადოებისთვის ბევრი ახალი დეტალი გახდება ცნობილი.

,,გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება და თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დანიშნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ჩვენ ვითხოვთ, რადგანაც ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა, მოხდეს გაერთიანება და დაინიშნოს ფსიქოლოგიურ კომისიურ-კომპლექსური, ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა და გამოძიებასთან ერთად მოხდეს ჩვენი ექსპერტების ჩართვა. მოხდეს იმ ჩანაწერების შეფასება, რომელიც უნდათ, რომ გამოიყენონ, თითქოს თვითმკვლელობისთვის საკმარისი მტკიცებულება. ამ შუამდგომლობას ვაყენებთ და გარდა ამისა, საქმის მასალებში არის გარკვეული პირების ჩვენებები, რომლების საფუძველზეც დამატებით იქნება ვიდეოკამერების და სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გამოთხოვა საჭირო. ბევრი ახალი სიახლე იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი. ის მარშრუტი, რომელიც თამარმა განახორციელა საკუთარი ავტომობილით აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ ლოკაციას, რომელიც გაასაჯაროვა პროკურატურამ“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში მოიპოვება აუდიო-ვიდეოჩანაწერები, სადაც ის ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულების შესაძლებლობაზე საუბრობს. როგორც მან მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მასალა საკმაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენია, რაც მისი შეფასებით, თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა