გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, თბილისის მერიასთან აქციაზე დაკავებული „სტრატეგია აღმაშენებლის“ 4 წევრი გაათავისუფლეს

თბილისის მერიასთან აქციაზე დაკავებული „სტრატეგია აღმაშენებლის“ 4 წევრი გათავისუფლდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დაკავებულებს შორის არის ერთი არასრულწლოვანი და ასევე, პარტიის საარჩევნო სიაში მყოფი პაატა მანჯგალაძე.

„წავუყენე ულტიმატუმი - ან გაათავისუფლებდნენ, ან დაიწყებოდა ფართომასშტაბიანი აქცია, გადაიკეტებოდა გზები“,- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, დღეს თბილისის მერიასთან აქციაზე სამართალდამცავებმა „სტრატეგია აღმაშენებელის“ ოთხი წევრი დააკავეს. შსს-ს ცნობით, აქციის მონაწილეები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები პლაკატების გაკვრის გამო მათი პარტიის წევრების დაჯარიმებას აპროტესტებენ და ჯარიმების ჩამოწერას მოითხოვენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა