არჩილ თალაკვაძემ ილია მეორეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ჰონორის კაუზას წოდების მინიჭება მიულოცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ჰონორის კაუზას წოდების მინიჭება მიულოცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ღონისძიებას, რომელიც საპატრიარქოში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, აკადემიკოსები და სასულიერო პირები დაესწრნენ.

„საქართველოს პარლამენტის სახელით გილოცავთ თბილისის სასულიერო აკადემიის საპატიო, ჰონორის კაუზას წოდებას.

თქვენო უწმინდესობავ, ერისა და სამშობლოს წინაშე თქვენი ღვაწლი გამორჩეული და შეუფასებელია. თქვენი ცხოვრებით, მოღვაწეობით და რწმენის სიმტკიცით გვაძლევთ მაგალითს, როგორ უნდა შეხვდეს ადამიანი თანამედროვე გამოწვევებს. ამ ცვალებად და რთულ დროში, თქვენ კეთილი სიტყვით და ქრისტიანული სწავლებით შეგვახსენებთ კაცთმოყვარეობის, თავმდაბლობის, უანგარობის და სიყვარულის მნიშვნელობას. თქვენი თაოსნობით საეკლესიო განათლება, სასულიერო აკადემია და სემინარია ახალგაზრდებს, სტუდენტებს გადასცემს ცოდნას და უმნიშვნელოვანეს მწიგნობრულ საქმიანობას ეწევა - ამით ჩვენი ერის თვითმყოფადობას და ისტორიულ მეხსიერებას განამტკიცებს. გისურვებთ მხნეობას და დღეგრძელობას ჩვენი სამშობლოს სასიკეთოდ“! - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საპატრიარქოში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს