ხათუნა გოგორიშვილი - კრიმინალური სამყარო ვერ შეაშინებს ადამიანებს, რომლებიც გამწარებული არიან სიღარიბით და უმუშევრობით, ეს ხალხი მოვა არჩევნებზე და უარს ეტყვის „შავ სამყაროს“

ვერაფერი და ვერავინ აღუდგება წინ ქართველი ხალხის ნებას, ვერანაირი კრიმინალური სამყარო და ქუჩის ბიჭები ვერ შეაშინებენ ადამიანებს, რომლებიც არიან გამწარებული სიღარიბით, უმუშევრობით, ფასების ზრდით, ეს ხალხი მოვა არჩევნებზე და უარს ეტყვის „შავ სამყაროს“ და კრიმინალებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აქტიურად გამოიყენებს ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს ხალხის დასაშინებლად, თუმცა როგორც გოგორიშვილი აღნიშნავს, ამგვარი ზეწოლის ფაქტები ვერ აღუდგება ხალხის ნებას, ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები მოხდეს.

„საქართველოში ყველას კარგად გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის ცნობილი ფრაზა, რომ კრიმინალს ყველა გაგებით უნდა მოვეკიდოთ, ისევე როგორც კახი კალაძის აღტაცებული საუბარი რვა სული ქურდის შესახებ. ამიტომ, ეს „ქართული ოცნების“ მოსვლისთანავე იყო გაგზავნილი მესიჯი კრიმინალებისთვის, რომ ბიჭებო, მოდით ერთად ვითანაცხოვროთ და ვითანამშრომლოთ.

ასე არის მთელი ამ 8 წლის განმავლობაში. თუ საქმე შეეხება კრიმინალს, ადამიანებს, რომლებსაც კავშირი აქვთ ქურდულ სამყაროსთან, მათ მიმართ არასდროს ხორციელდება რაიმე სამართლებრივი საქმის წარმოება, რა დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინონ.

ასე იყო მთელი ამ 8 წლის განმავლობაში. ახლა ეს ყველაფერი გაათმაგდება, რადგან ძალიან დაიწია „ქართული ოცნების“ რეიტინგმა და ერთადერთი, რაზეც ისინი შეიძლება იყვენ ჩაბღაუჭებული, გარდა ადმინისტრაციული რესურისისა, არის ქუჩის ბიჭების და „შავი სამყაროს“ მათდამი მხარდაჭერა, რაც არაერთხელ გვინახავს საარჩევნო უბნებთან, არამარტო ხალხის დაშინებით, არამედ მათზე ფიზიკური ზემოქმედებით და ზეწოლითაც.

თუმცაღა, ვერაფერი და ვერავინ აღუდგება წინ ქართველი ხალხის ნებას, ვერანაირი კრიმინალური სამყარო და ქუჩის ბიჭები ვერ შეაშინებენ ადამიანებს, რომლებიც არიან გამწარებული სიღარიბით, უმუშევრობით, ფასების ზრდით, ეს ხალხი მოვა არჩევნებზე და უარს ეტყვის შავ სამყაროს და კრიმინალებს.“ - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო