გიორგი ვაშაძემ თბილისის მერიასთან ავტობუსის გაჩერებაზე ბანერი გააკრა, რომელზეც სიმბოლურად კახა კალაძისთვის გამოწერილი ჯარიმაა დატანილი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა თბილისის მერიაში ორი განცხადება შეიტანეს. ერთი განცხადება მუნიციპალური ინსპექციის სახელზეა, რითაც პარტიის წევრები ითხოვენ მსვლელობა მიეცეს იმ ფაქტს, რომ დედაქალაქის მერიაში შესვლის უფლება არ მისცეს, ხოლო მეორე განცხადებით, პარტიის წევრების თქმით, კახა კალაძეს შეახსენეს, „როგორი კორუმპირებულია“.

ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებს სურდათ განცხადებისთვის დაერთოთ სიმბოლური საჯარიმო ქვითარი, თუმცა სამართალდამცველებმა მისი შენობაში შეტანის ნებართვა არ მისცეს.

პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბანერი, სადაც სიმბოლურად დედაქალაქის მერისთვის, კახა კალაძისთვის ჯარიმაა გამოწერილი, მერიასთან განთავსებულ ავტობუსის გაჩერებაზე გააკრა.

„დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ როგორ აგონიაშია დამსხვრეული ოცნებების პარტია. მათ ერთადერთი რამ აინტერესებთ, ფულის კეთება. ჩვენ ვითხოვთ საბანკო სესხებზე პროცენტის დაწევას და უსამართლოდ მაღალი, 36%-იანი სესხის ჩამოწერას პენსიონერებისთვის. ამისთვის მთელ საქართველოში შევაგროვეთ 80 ათასი ხელმოწერა., რაზეც მათ უკანონოდ 100 ათასამდე ჯარიმა გამოუწერეს ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას და ჩვენს თანაგუნდელებს. დღეს გვინდოდა ამასთან დაკავშირებით განაცხადი შეგვეტანა და ხედავთ, რამხელა პანიკა მოაყოლეს. როგორც ჩანს, პირდაპირი დავალება მიიღეს საბანკო სექტორისგან, რომ დაეცვათ მათი ინტერესები იმიტომ, რომ წილს იღებენ, ჩემი ინფორმაციით 36%-ის ნახევარი მისდის კალაძეს“,- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერიასთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. მათ პლაკატების გაკვრის გამო პარტიის წევრების დაჯარიმება გააპროტესტეს. ისინი აღნიშნული ჯარიმების ჩამოწერას მოითხოვენ.

აქციაზე სამართალდამცავებმა „სტრატეგია აღმაშენებელის“ ოთხი წევრი დააკავეს, რომლებიც უკვე გათავისუფლდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა