ლევან კობერიძე - ქვეყანაში ორპოლუსიანი შაპიტოს ცირკი გვაქვს

იპოდრომთან დაკავშირებით პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ დღეს ქვეყანაში ორი ხელისუფლების პინგ- პონგი, ორპოლუსიანი შაპიტოს ცირკი გვაქვს,- ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იპოდრომის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა იწვევს კითხვებს ამ თემის წინასაარჩევნო პროპაგანდისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით.

"საინტერესოა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროინდელი მერი, მინისტრები გამოვიდნენ და მკაფიოდ თქვან, როგორ იყო ეს ტერიტორია გასხვისებული, რა პირობებით გადაეცა ეს "ქართუ ფონდს" თუ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოს ქონებით ხდება ერთგვარი პინგ- პონკის თამაში. ერთმანეთს გადასცემდნენ ეს ხელისუფლებები სახელმწიფოს ქონებებს და ახლა კაპიკებში ხელში ჩაგდებულს მას იყენებენ "ქართული ოცნების" წარმომადგებლები წინასაარჩევნოდ. ორპოლუსიანი შაპიტოს ცირკი გვაქვს ჩვენ დღეს ქვეყანაში და ამას ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს. თუკი რამე გაკეთდება კარგია, მაგრამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინანდელი "ქართული ოცნების" დაპირებები გვახსოვს და გვეგონა, რომ წყალტუბო იქნებოდა რეაბილიტირებული. არავის თითი თითზე არ დაუდია. თუკი ეს ქონებები გამოყენებულია წინასაარჩევნი მოსყიდვისთვის, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, თორემ, თუკი რაიმე გაკეთდება, ამაში ცუდი არაფერია,"- განაცხადა კობერიძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ფონდმა „ქართუმ“ მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და “კომაროვის” მოდელი
დავით თარხან-მოურავი - ვინც კოდორი და ახალგორი ჩააბარა, ის გვაცხადებს რუსეთის აგენტად - ამაზე დაფიქრდით (R)
გოჩა თევდორაძე - სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევისთვის ჩვენს მოსახლეობას საოჯახო ბიზნესს შევუქმნით (R)
მერაბ ჭიქაშვილი - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი პარტიაა, რომელსაც კანონის აღსრულება შეუძლია!" (R)
საქართველოში პირველად ჰიბრიდული B2B ფორუმი ჩატარდა
26 ოქტომბერს ავსტრია ეროვნულ დღესასწაულს განსაკუთრებული აქტივობებით აღნიშნავს
დავით თარხან-მოურავი - მოსახლეობის უმეტესობა ირჩევს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს (R)
„ბადაგონმა“ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის PCR ტესტირება დაიწყო
გიორგი ლომია - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან" (R)
პაატა ჯიბლაძე - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს (R)
ნანა დევდარიანი - "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" (R)