ეკატერინე მიქაბაძე - მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგები ცალსახად მიანიშნებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები არაერთ ავტორიტეტულ რეიტინგშია აღიარებული

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ ახალი კვლევის თანახმად, საქართველო, „კორუფციის კონტროლის“ რეიტინგის მიხედვით, მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველო აღნიშნულ ოცეულში უკვე მესამე წელია, სახელდება და სარეიტინგო ქულებით უსწრებს ევროკავშირის 13 ქვეყანას, მათ შორის, ესპანეთს, პოლონეთს, ჩეხეთს, ლატვიას, სლოვაკეთს, იტალიას და ხორვატიას.

ამასთან, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, კორუფციის კონტროლის მიხედვით საქართველო ერთ-ერთი უპირობო ლიდერია რეგიონში.

„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ ანგარიში ეყრდნობა ათეულობით მასშტაბურ კვლევას, მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას და მათ მიერ გამოქვეყნებულ სხვადასხვა რეიტინგებს. ასევე მონაცემების წყაროა არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებული მოსაზრებები და შეფასებები.

„სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ და სხვა ინდიკატორებში მიღებული წარმატებული შეფასება, რადგან ის ცალსახად მიანიშნებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებეული რეფორმები არაერთ ავტორიტეტული კვლევასა და რეიტინგშია აღიარებული“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა