თამარ ტალიაშვილი - ქვეყნის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გასაღები განათლებაშია, მის ცენტრში კი მასწავლებელი დგას

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი თამარ ტალიაშვილი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

როგორც ტალიაშვილი მილოცვაში აღნიშნავს, მნიშვნელოვანია მასწავლებლის პროფესიის ღირსეული დაფასება.

„ძვირფასო მასწავლებლებო, ჩემო კოლეგებო - სკოლის, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლის, ასევე ბაგა-ბაღის პედაგოგებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს!

ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ეპოქაში ქვეყნის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გასაღები განათლებაშია, მის ცენტრში კი მასწავლებელი დგას! უკიდურესად მნიშვნელოვანია მასწავლებლის პროფესიის ღირსეული დაფასება. უკანასკნელ წლებში გატარებულმა რეფორმებმა მასწავლებელზე ზრუნვა პრიორიტეტულ მიმართულებად აქცია. თუმცა ნათელია, ამ მიმართულებით კიდევ ძალიან ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი. 2020 წლის მასწავლებელთა მსოფლიო დღის UNESCO-ს საერთაშორისო გზავნილია - „მასწავლებელი - კრიზისის მართვისა და მომავლის ახალი ხედვის ლიდერი". პანდემიამ კიდევ უფრო მძაფრად დაანახა საზოგადოებას პედაგოგის დამსახურება და მასწავლებელთა ხასიათის უდრეკობა, რის გარეშეც ცოდნის მომავალი თაობისათვის გადაცემა შეუძლებელი იქნებოდა. ჩემო კოლეგებო, გისურვებთ მაქსიმალურ პროფესიულ თვით-რეალიზაციასა და წარმატებას მომავლის ხელთქმნაში“, - წერს დეპუტატი Facebook გვერდზე.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
“პარტია ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი - ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი სასამართლო სისტემის  მშენებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 27.10.2020
ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ირმა ინაშვილი - ჩვენ უნდა მოვუგოთ მწამებელ "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მფარველებს "ოცნებიდან" (R)
გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს
კოლიერსი საქართველოში სამშენებლო მიმართულებას აძლიერებს
სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა გიცავს და გასაჩუქრებს
ჰიუნდაის დიზაინი გამარჯვებულია - DMI Design Value Awards 2020  დიზაინისთვის „Sensuous Sportiness“
„მეგატექნიკაში“ „სამსუნგის“ ფესტივალი დაიწყო
ირმა ინაშვილი - 8 წელია სადისტები გვასხედან თავზე (R)
Admixer - ახალი შესაძლებლობები ციფრულ მარკეტინგში
ეფექტური ლოგისტიკა, როგორც სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების მექანიზმი (R)
დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს
კავკასიის უნივერსიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს