გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი 7 ოქტომბრისთვის გადაიდო

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი ერთ-ერთი ბრალდებულის ა.ქ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა, რომელიც სასამართლოში ვერ გამოცხადდა.

სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 7 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება. აღნიშნული პროცესი კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით გაგრძელდება.

რაც შეეხება ბრალდებულების მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემას, აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ ადვოკატები მათ პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულებენ და კონსულტაციას გაივლიან.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვნებს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა