მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ჯალაღონიასა და გრიგოლ შუბითიძეს, 4 000-4 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ჯალაღონიასა და გრიგოლ შუბითიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით 4-4 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დევი დევიძემ, ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების თაბაზე და ორივეს 4-4 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

ბრალდებულების ადვოკატი კი გირაოს სახით მინიმალურ თანხას 1000 -1000 ლარს ითხოვდა.

გოჩა შუბითიძეს და გრიგოლ ჯალაღონიას მარნეულში მომხდარი დაპირისპირების დროს ძალადობის ფაქტებზე აქვთ ბრალი წაყენებული. გოჩა შუბითიძეს პროკურატურამ ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ" და „გ" პუნქტებით წარუდგინა, რაც გულისხმობს ძალადობას, ჩადენილს ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, ხოლო გრიგოლ ჯალაღონიას სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც ასევე გულისხმობს ძალადობას, ჩადენილს ჯგუფურად.

ცნობისთვის, დღესვე ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს, ლაშა ქველაძეს გირაო 3 ათასი ლარი შეუფარდა, არიფ იუსუპოვს კი - 4 ათას ლარიანი გირაო.

ლაშა ქველაძეს ბრალი ოფიციალურად ორი – სსკ-ის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 162-ე ( კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა) პრიმა მუხლებით აქვს წაყენებული.

არიფ იუსუპოვს ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, კონკრეტული პირის მიმართ განხორციელებული ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო