სერგი კაპანაძე დავით გარეჯზე - „ქართული ოცნებისათვის“ თავისი ძალაუფლება უფრო წინ დგას, ვიდრე ქვეყნის ეროვნული ინტერესები

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საქართველოს პროკურატურის მიერ დავით გარეჯის საკითხთან მიმართებით დაწყებული გამოძიება უადგილო, უდროო და აბსოლუტურად პოლიტიზირებულია.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამ საქმით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში და ამავდროულად უქმნის ძალიან დიდ საფრთხეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

„ეს გამოძიება არის ყოვლად უადგილო, უდროო და აბსოლუტურად პოლიტიზირებული. არავის არ ჯერა, ბუნებრივია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე უცბად, რაღაც მნიშვნელოვანი საქმე გახეთქა თავდაცვის სამინისტრომ და სუს-მა, საქმე, რომელიც თურმე ეხება საქართველოს ტერიტორიების უკანონოდ გადაცემას მეზობელი ქვეყნისთვის.

ჯერ ერთი, არასწორია და ასეთი რეალობა არ არის. ეს არის აბსოლიტურად შინაარსისგან დაცლილი თემა და მეორე- ეს არის წმინდა პოლიტიზირებული თემა და ბუნებრივია, ამ ყველაფრის უარყოფითი შედეგი მარტო ის კი არ იქნება, რომ საზოგადოება შედის შეცდომაში, უფრო სწორად ცდილობს ივანიშვილი, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, არამედ ამას შეიძლება, ჰქონდეს ძალიან ნეგატიური გავლენა ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის თვითონ დავით გარეჯის საკითხზე მოლაპარაკებების პროცესზე. ეს კი კიდევ ერთხელ მეტყველებს, თუ როგორი უპასუხისმგებლო მთავრობა გვყავს, რომლისთვისაც თავის ძალაუფლება უფრო წინ დგას, ვიდრე ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, - აცხადებს კაპანაძე.

კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა