ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ბიზნეს სექტორს მიმართავს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია უერთდება საქართველოს მთავრობის მოწოდებას და ბიზნეს სექტორს მიმართავს განსაკუთრებული ყურადღებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდოს კომპანიებში ვირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს.

როგორც ბიზნესასოციაციიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, ზედმიწევნით უნდა იქნას დაცული საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, განსაკუთრებით თერმოსკრინინგის, პირბადის ტარებისა და დეზინფექციის ნაწილში.

„უმნიშვნელოვანესია, რომ ბიზნეს ოპერატორის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, კომპანიაში ინფიცირების თითოეული შემთხვევის გამოვლენისას, არ დაველოდოთ ინფიცირებულის უახლოესი სამსახურებრივი კონტაქტების ტესტირების შედეგებს და მყისიერად მოვახდინოთ მათი იზოლირება სამუშაო პროცესისაგან, რათა საჭირო არ გახდეს ორგანიზაციაში უფრო მასშტაბური შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელება, რაც დააზარალებს ჩვენს ბიზნესებს“,- განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პანდემიის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების დაცვასა და შესრულებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა