ირაკლი სესიაშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე - ყველას მოვუწოდებ, ასჯერ გაზომონ სიტყვა, განსაკუთრებული სიფრთხილით დააფიქსირონ პოზიციები

ყველას მოვუწოდებ, ასჯერ გაზომონ თავიანთი სიტყვა, განსაკუთრებული სიფრთხილით დააფიქსირონ თავიანთი პოზიციები, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას, ჟურნალისტებთან აღნიშნა.

სესიაშვილის თქმით, კონკრეტულად სააკაშვილს რაც შეეხება, მისი განცხადებები უპასუხისმგებლობით გამოირჩევა.

„ჩვენ ქვეყანას აქვს გამორჩეული ისტორია და ტრადიციები განსხვავებული ეთნიკური წარმომადგენლების ერთად, ჰარმონიული ცხოვრების. ეს ტრადიცია და დამოკიდებულება უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტი პატივით და ღირსებით გავაგრძელოთ. ყველას მოვუწოდებ, ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის გარეშე, ასჯერ გაზომონ თავიანთი სიტყვა და ამ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიფრთხილით დააფიქსირონ თავიანთი პოზიციები, რამდენადაც ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესი, ჩვენი მოქალაქეების საერთო ინტერესი, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ამ ქვეყანაში ტრადიციული ჰარმონიული დამოკიდებულება. რაც შეეხება ჩვენს მეზობლებს, ვისთანაც გვაქვს გამორჩეული ურთიერთობა, საჭიროების შემთხვევაში, თუ სურვილი ექნებათ მხარეებს, მზად ვართ შუამავლის როლი ვიკისროთ ან იმ ფორმით ჩავერთოთ, როგორც მათ დასჭირდებათ.

სააკაშვილმა ერთი განცხადება გააკეთა, მერე აღმოაჩინა, რომ მის განცხადებას ჰყავდა მოწინააღმდეგეები, მერე გადააკეთა, ხვალ მესამედ გადააკეთებს. მისთვის განცხადებების შინაარსის ცვალებადობა, ეს არის ჩვეული უპასუხისმგებლო სტილი“, - განაცხადა სესიაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის კატეგორიული მოწინააღმდეგეა. როგორც სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში განმარტავს, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში ეთნიკურად სომხური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები გამოიყვანა, რომლებიც ყარაბაღის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მის პოზიციას აპროტესტებდნენ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს