განათლების სამინისტრო ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფთან ითანამშრომლებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფს (IPPOG) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ხელმომწერები მინისტრი მიხელ ჩხენკელი და IPPOG-ის თავმჯდომარეები, დოქტორი სტივენ გოლდფარბი და პროფესორი პედრო აბრეუ, არიან. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფი (IPPOG) წარმოადგენს CERN-ის სასწავლო-საგანმანათლებლო კოლაბორაციას, რომლის მიზანია სამეცნიერო ცხოვრების პოპულარიზაცია და სამეცნიერო აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ფართო საზოგადოებამდე მიტანა.

„IPPOG-ის ქსელში ჩართული არიან მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები და კომუნიკაციის სპეციალისტები, რომლებიც მთელ მსოფლიოში მუშაობენ არაფორმალური მეცნიერების სწავლებისა და ნაწილაკების ფიზიკის საკითხებზე.

IPPOG-თან (International Particle Physics Outreach Group) გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას მიეცემა შესაძლებლობა, ჩაერთოს კოლაბორაციის საქმიანობაში.

IPPOG-ის თავის საქმიანობას ახორციელებს CERN-ის – როგორც საერთაშორისო ლაბორატორიის ბაზაზე, ამ ეტაპზე თანამშრომლობს 26 ქვეყანასთან და მუშაობს 6 ექსპერიმენტულ პროექტზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო