არჩილ თალაკვაძე - პოზიტიური და ოპტიმისტურია, რომ 2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი

პოზიტიური და ოპტიმისტურია, რომ 2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, - აღნიშნული შეფასებით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის პროექტს გამოეხმაურა.

როგორც თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ოპტიმიზმის საშუალებას ეკონომიკის აღდგენისათვის მიღებული გადაწყვეტილებები და პოლიტიკა იძლევა.

„2021 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებაზე. მთავრობის მიზანი და გეგმაა, რომ ის 3%-იან ნიშნულს დაუბრუნდეს. მთავრობა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას გეგმავს. წარმოდგენილ დოკუმენტში ასევე მოცემულია საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის ზრდა - 609. 7 მლ ლარით. წარმოდგენილი კანონის პროექტით, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან გათვალისწინებულია როგორც 70 წლამდე ასაკით პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა, ასევე განსაზღვრულია პენსიის 70 წელზე ზევით პენსიონერებისთვის ზრდა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსით გამოწვეული სოციალური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის სოციალური დახმარებისათვის ბიუჯეტში ასახულია 60 - მილიონიანი პუნქტი, რაც კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას მოხმარდება.

გარდა ამისა, როგორც თალაკვაძემ განმარტა, კოვიდ-19 დაკავშირებული ასიგნებები ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში აისახება.

მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტში ინიცირებულია.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში 6 ოქტომბრიდან დაიწყება.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა