სერგეი ლავროვი - ბერლინის კლინიკის ექიმებმა ნავალნის სისხლში სამხედრო დონის მომწამვლელი ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს

ბერლინის Charite-ის კლინიკის ექიმებმა, ისევე როგორც მათმა რუსმა კოლეგებმა, ალექსეი ნავალნის სისხლში სამხედრო ხარისხის მომწამვლელი ნივთიერების კვალი ვერ აღმოაჩინეს, ეს მხოლოდ ბუნდესვერის ლაბორატორიაში გააკეთეს , - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, მათ სიმართლის დადგენა სურთ.

“დიახ, ომსკის ექიმებმა ნავალნის სისხლში სამხედრო დონის ტოქსიკური ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს. მაგრამ მსურს, თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ ფაქტს, რომ Charite-ის კლინიკაშიც ვერანაირი მომწამვლელი ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს, ეს მხოლოდ ბუნდესვერის ლაბორატორიაში გააკეთეს. ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია ისიც, ფრანგებმა და შვედებმა თავად აიღეს ნიმუშები, თუ გერმანიამ გადასცა.

ძალიან გვაშფოთებს ასევე ის ფაქტიც, რომ ჩვენი პარტნიორები ყველაფრის საიდუმლოდ შენახვას ცდილობენ. ჩვენ სიმართლის დადგენა გვსურს და ვცდილობთ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა