მანუჩარ კვირკველია - საქართველოს მასშტაბით თითოეულ პედაგოგს ვულოცავ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს

გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშიას’’ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა მანუჩარ კვირკველიამ, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით მისი დამრიგებელი მოინახულა და პროფესიული დღე მიულოცა.

,,დღეს, ვისარგებლე შესაძლებლობით და ჩემს თანაკლასელებთან ერთად მოვინახულე დამრიგებელი. ოზურგეთის პირველი სკოლის ისტორიის ყოფილი პედაგოგი ნათელა სურგულაძე. მას დიდი დამსახურება აქვს გურიის და ქვეყნის წინაშე, მან მრავალ თაობას მოგვცა შესაძლებლობა გავცნობოდით ჩვენი მრავლისმნახველი ქვეყნის ისტორიას.

მთელი გურიის და სრულიად საქართველოს მასშტაბით თითოეულ პედაგოგს მინდა მივულოცო მასწავლებლის საერთაშორისო დღე. ჩემთვის, ზრდასრული ადამიანისთვის, ხუთი შვილის მამისთვის, ახლა ბევრად ადვილია თქვენი განუზომელი ღვაწლის შეფასება და მადლიერებასთან ერთად უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თქვენს წინაშე. ჩემთვის დაუვიწყარია თითოეული პედაგოგი, რომელიც ბაღიდან, სკოლიდან და სპორტიდან გახლდით ჩემი ცხოვრების წარუშლელი თანამგზავრები, ადამიანები, რომლებმაც ჩემში შექმნეს სრულფასოვანი სამყარო, მაშინ, როცა შავ-თეთრი სჩანდა ირგვლივ ყველაფერი, ხალხი, ვინც ოჯახთან ერთად მყარად ჩამინერგა საკუთარი სამშობლოს და ხალხის სიყვარული, პროფესიონალები, რომლებმაც მიკარნახეს, რომ არასდროს არ დამზარებოდა დაბრკოლებებთან ჭიდილი და არ შევჩერებულიყავი არცერთი წარმატების მიღწევის შემდეგ.

მე მსურს პატივისცემით და სიყვარულით მოვიხარო ქედი თითოეული პედაგოგის წინაშე და გითხრათ მადლობა! თქვენ ხართ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და მჯერა, რომ საქართველოში განსაკუთრებული მასწავლებლები გვყავს, ადამიანები, რომლებიც პირადი და სახელმწიფოებრივი ურთულესი გამოწვევების, მძიმე სოციალური მდგომარეობის მიუხედავად იდექით ჩვენს გვერდით და ახლა დგახართ ჩვენი შვილების - საქართველოს ბრწყინვალე მომავლის გვერდით! აქვე პატივისცემა მინდა გამოვხატო მსოფლიო საუკეთესო მასწავლებლების 10 ფინალისტს შორის დასახელებული ვლადიმერ აფხაზავას მიმართ, რომელიც სწორედ გურიაში მოღვაწეობს და იგი 2017 წლიდან ღირსეულად ატარებს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს. გისურვებთ წარმატებებს და ხანგრძლივ კეთილდღეობას თქვენს ოჯახებთან ერთად",- აღნიშნა კვირკველიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას’’ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს