ირაკლი კუპრაძე - "ლელოს" ახალი წევრები შეუერთდნენ - ბათუმის აქტიური დამცველები პარტიის იდეოლოგიას იზიარებენ

“ლელოს“ გუნდს ბათუმის აქტიური დამცველები შეუერთდნენ - ალექსანდრე მილორავა, რომელიც 2017 წლიდან აქტიურადაა ჩართული პოლიტიკასა და სამოქალაქო აქტივიზმში, და ბაჩუკი ჩხეიძე, საზოგადოება „ბათუმელის“ თანადამფუძნებელი და დღემდე გამგეობის თავმჯდომარე, - ამის შესახებ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

ირაკლი კუპრაძის განმარტებით, პარტიას შეუერთდნენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად ზრუნავდნენ ქალაქის კეთილდღეობაზე. ყოველთვის გმობდნენ რეგიონისთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხებს, რაც სიტყვის თავისუფლებისა და ქალაქის ჩაბეტონებას ეხებოდა.

„დღეს „ლელოს“ გუნდი ყველაზე სახალხო, ყველაზე აქტიურ და თავისუფალ ადამიანებს იკრებს. სამართლიანობისთვის, მეტი დასაქმებისა და კანონიერი სახელმწიფოს მშენებლობისთვის, დღეიდან, საერთო ფერის, საერთო სახელის გარშემო ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და დავასრულებთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას“, - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.

პარტიის ინფორმაციით, „ლელოში“ გაწევრიანება პარტიის პროგრესულ-რაციონალური პოლიტიკის გამო გადაწყვიტა, ბაჩუკი ჩხეიძემ.

როგორც ჩხეიძე განმარტავს, „ლელო“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოსახლეობას სთავაზობს ქვეყნის ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას.

„ჩვენი გადაწყვეტილება განაპირობა „ლელოს“ პროგრესულ - რაციონალურმა პოლიტიკამ. ამ გუნდში არიან ადამიანები, რომლებმაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სფეროში თქვეს საკუთარი სიტყვა, იბრძოდნენ ადამიანის უფლებებისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის და შექმნეს დასაქმების უამრავი ადგილი. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოსახლეობას სთავაზობს ქვეყნის ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას. „ლელომ“ დაამსხვრია დადგენილი სტანდარტი, როცა სხვადასხვა პარტიის დაკომპლექტება დღემდე ერთი პირის სურვილზეა დამოკიდებული. აშკარაა, რომ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში აქცენტი პროფესიონალიზმსა და გუნდურობას ენიჭება. მჯერა, ერთად შევძლებთ 31 ოქტომბერს გამარჯვებას”, - განაცხადა ბაჩუკი ჩხეიძემ.

„ლელოს“ გუნდის ახალი წევრის, ალექსანდრე მილორავას თქმით, მან პარტიაში გაწევრიანება ამ გუნდის დემოკრატიული პრინციპების გამო გადაწყვიტა. მილორავას განცხადებით, მისი სამოქალაქო სექტორიდან პოლიტიკაში გადანაცვლება სწორედ ამან განაპირობა.

„ჩემთვის, როგორც სამოქალაქო აქტივისტისთვის, არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, გავერთიანებულიყავი რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში, მაგრამ „ლელო“ არის გუნდი, რომელიც ყველაზე უკეთ იცავს დემოკრატიულ პრინციპებს, მას აქვს “მარშალის გეგმა”, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკის განვითარება სჭირდება საქართველოს იმისათვის, რომ ჩვენ შევდგეთ ჭეშმარიტ ევროპულ სახელმწიფოდ. ამიტომ მე გავხდი „ლელოს“ წევრი და ჩვენ - ახალი, ძლიერი გუნდი, აუცილებლად დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს და შევუდგებით ქვეყნის განვითარების მშენებლობას",- აღნიშნა ალექსანდრე მილორავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას "ლელოს" პრესსამსახური ავრცელებს.

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
3-მილიარდიანი ინვესტიცია დედაქალაქის ცენტრში - Tbilisi Hills Golf & Residences ინოვაციური განვითარების ხედვით
გიგანტური კერამიკული ფილები (R)
სამსუნგის The Serif ტელევიზორი საქართველოში უკვე იყიდება
მოიპოვე მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მინერალები საქართველოში
eutoday - ყარაბაღის კონფლიქტი - ბრძოლა საერთაშორისო სამართლისთვის და არა რელიგიისთვის
კახა ძაგანია - "პატრიოტთა ალიანსმა" ხელისუფლებისგან ხმის მიცემის საათების გაზრდა მოითხოვა"
მერაბ ჭიქაშვილი - "ხელისუფლება კორონას ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებს!"
ნანა დევდარიანი - "31 ოქტომბერს ხალხი "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებასაც" ყველაფრისთვის  დასჯის!"