დაავადებათა კონტროლის ცენტრი - საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ყველაზე დიდი ნაწილი 30-59 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია

საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მაქსიმალური ასაკი 95 წელს, ხოლო მინიმალური - 1 თვეს შეადგენს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეოთხე ანგარიშშია აღნიშული, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და განხორციელებულ ღონისძიებებს ეხება.

ანგარიშის თანახმად, რომელიც 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, 0-დან 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი ინფიცირებულთა შორის 13,4%-ს შეადგენდა. ინფიცირებულთა ყველაზე დიდი ნაწილი, კერძოდ 51.5%, 30-წლიდან 59 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია. ინფიცირებულთა 18.5% კი 60 წელს გადაცილებულია.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, PCR ტესტირებით დადასტურებული COVID-19-ის შემთხვევათა შორის 51% კაცი, ხოლო 49% - ქალი იყო.

ამასთან, ანგარიშში სიმპტომებთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ყველაზე ხშირად ვლინდება ცხელება, ზოგადი სისუსტე, ხველა, ყელის სიმშრალე/ტკივილი და თავის ტკივილი.

„ PCR ტესტირებით დიაგნოსტირების დღეს 36.2% იყო ასიმპტომური, თუმცა დაავადების მიმდინარეობასთან ერთად, შესაძლოა მოგვიანებით გამოვლენილიყო გარკვეული სიმპტომები“,-აღნიშნულია ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა