მელანია ტრამპი - თავს კარგად ვგრძნობ, ჩემი ოჯახი მადლობას გიხდით ლოცვებისა და მხარდაჭერისთვის

თავს კარგად ვგრძნობ, ჩემი ოჯახი მადლობას გიხდით ლოცვებისა და მხარდაჭერისთვის - ამის შესახებ აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

ის აცხადებს, რომ მკურნალობას თეთრ სახლში განაგრძობს და მისი მდგომარეობა უმჯობესდება.

„ჩემი ოჯახი მადლობას გიხდით ლოცვებისა და მხარდაჭერისთვის. თავს კარგად ვგრძნობ და სახლში ყოფნას განვაგრძობ. მადლობას ვუხდი სამედიცინო პერსონალს და ვლოცულობ მათთვის, ვინც ავად არის ან ვისი ოჯახის წევრებსაც კორონავირუსი შეეხო“, - დაწერა მელანია ტრამპმა Twitter-ზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს, მელანიას კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდათ. ამის შემდეგ პრეზიდენტი უოლტერ რიდის სახელობის ეროვნულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობას გადის, პირველი ლედი კი თეთრ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა