მარიამ ქვრივიშვილი - მალე გვექნება ცენტრალური პარკი, როგორიც განვითარებული ქალაქების მთავარ პარკებში გვინახავს

ჩვენც მალე გვექნება ისეთი ცენტრალური პარკი, როგორიც განვითარებული ქალაქების მთავარ პარკებში გვინახავს,- ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ქვრივიშვილი აღნიშნავს, იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის გაშენება ქვეყნის ინდუსტრიისთვის ღირებული დანამატი იქნება.

"ეს იქნება დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების ადგილი რეკრეაციული და ეკო ტურისტული პროდუქტის თვალსაზრისით. ძალიან ღირებული დანამატია ჩვენი ინდუსტრიისთვის და რა თქმა უნდა, უმთავრესად ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მასშტაბის კეთილმოწყობილი, თანამედროვე, რეკრეაციული ზონის შექმნა ქალაქის შუაგულში. ჩვენც მალე გვექნება ისეთი ცენტრალური პარკი, როგორიც განვითარებული ქალაქების მთავარ პარკებში გვინახავს.

იპოდრომის ტერიტორია ფონდმა „ქართუ“ თბილისის მერიას უსასყიდლოდ გადასცა.

პარკის რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ განახორციელებს რის შედეგადაც ასეთი ცენტრალური პარკი გვექნება",- წერს ქვრივიშვილი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო