დონალდ ტრამპი - დღეს ვტოვებ სამედიცინო ცენტრს - თავს უკეთესად ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის წინ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, სამედიცინო ცენტრს დღეს დატოვებს. როგორც ტრამპი "ტვიტერზე" წერს, თავს კარგად გრძნობს, უკეთესად, ვიდრე 20 წლის წინ.

"დღეს ვტოვებ უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრს, დილის 6:30 საათზე. ნამდვილად კარგად ვგრძნობ თავს! არ შეგეშინდეთ კორონავირუსის. ნუ მისცემთ მას თქვენს ცხოვრებაზე გავლენის საშუალებას, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენ შევქმენით მართლაც შესანიშნავი მედიკამენტები და გამოცდილება. თავს უკეთესად ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის წინ ვგრძნობდი!",- წერს ტრამპი.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდათ. მოგვიანებით, ტრამპი, პრევენციის მიზნით, სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა