აშშ, საფრანგეთი და რუსეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ივ ლე დრიანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომლებიც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს წარმოადგენენ, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

„მინისტრები მკაცრად გმობენ ძალადობის უპრეცედენტო და საშიშ ესკალაციას მთიანი ყარაბაღის ზონაში და მის გარეთ. ბოლოდროინდელი თავდასხმები, რომლის სამიზნე, სავარაუდოდ სამოქალაქო ცენტრები იყო - როგორც კონტაქტის ხაზის გასწვრივ, ასევე აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიებზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონის გარეთ - და ასეთი თავდასხმების არაპროპორციული ხასიათი მიუღებელ საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობას,“- აღნიშნულია განცხადებაში.

მინისტრები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებენ.

„მინისტრები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ კონფლიქტის მხარეებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვიტონ ცეცხლი და განაახლონ მოლაპარაკების პროცესი არსებული ძირითადი პრინციპებისა და ორივე მხარის მიერ ცნობილი შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების საფუძველზე,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება. დაღუპული და დაშავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს