ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

„მხარეებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაციის საკითხი განიხილეს, რომელმაც მასშტაბური ხასიათი მიიღო და ორივე მხარის სერიოზული დანაკარგი გამოიწვია, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე თქმით, ვლადიმერ პუტინმა სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი სომხური მხარის ინიციატივით გაიმართა.

იხილეთ ვიდეო: ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო