ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპმა ამერიკელებს სწორი მესიჯი უნდა გაუგზავნოს: პირბადე მნიშვნელოვანია

აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელ ხალხს უნდა გაუგზავნოს სწორი შეტყობინება, რომ პირბადის ტარება მნიშვნელოვანია.

„მიხარია, როგორც ჩანს, პრეზიდენტი უკეთაა. იმედი მაქვს, ის ამერიკელ ხალხს სწორ შეტყობინებას გაუგზავნის, რომ პირბადე მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრი დატოვა და თეთრ სახლში დაბრუნდა. მას ვერტმფრენიდან გადმოსვლისას და თეთრი სახლის კიბეზე ასვლისას პირბადე ეკეთა, თუმცა ფოტოების გადაღების წინ პირბადე მოიხსნა და ჯიბეში ჩაიდო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა