საფრანგეთსა და იტალიაში ქარიშხალ „ალექსის“ შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

საფრანგეთისა და იტალიის მოსაზღვრე რეგიონებში ქარიშხალ „ალექსის“ შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, 20-ზე მეტი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. Reuters-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექებმა დასახლებული პუნქტების დატბორვა გამოიწვია.

წყალმოვრდნამ ათობით სახლი და ხიდი გაანადგურა. მაშველებმა სახიფათო ზონებიდან თავშესაფარში 400-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს. სამაშველო სამუშაოებში სულ 1 000-ზე მეტი მაშველია ჩართული.

მედიის ინფორმაციით, ქარიშხლის მიერ მიყენებული ზარალი რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს. სინოპტიკოსები უამინდობას კიდევ რამდენიმე დღე ვარაუდობენ.

იხილეთ ვიდეო: საფრანგეთსა და იტალიაში ქარიშხალ "ალექსის" მსხვერპლთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა