შსს-ს აკადემიამ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხარისხის მართვის სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის - ISO 21001:2018 ხარისხის მართვის სერტიფიკატი მიიღო. ISO 21001:2018 კატეგორიის სერტიფიკატი საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ვრცელდება.ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისთვის სერტიფიკატის მიღების პროცესი განხორციელდა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის - „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ხელშეწყობა“ - დაფინანსებითა და მასერტიფიცირებელი ორგანოს - „ბიურო ვერიტას ჯორჯია“ ჩართულობით.

„ISO 21001:2018 წარმოადგენს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის უახლეს გამოცემას საგანმანათლებლო ორგანიზაციების მენეჯმენტის სისტემების რეგულაციისათვის. აღნიშნული სტანდარტი ორიენტირებულია საგანმანათლებლო ორგანიზაციების მენეჯმენტის სისტემის გაძლიერებაზე, მათი მომსახურებისა და პროდუქტების ხარისხის ამაღლებაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ერთადერთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელსაც სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ISO 21001:2018 სერტიფიკატი გააჩნია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო