თენგიზ ცერცვაძე ადასტურებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას აპირებდა, თუმცა აცხადებს, რომ მიზეზი მთავრობის წევრებთან დაპირისპირება არ ყოფილა

ვაპირებდი გადადგომას, მაგრამ შევცვალე გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ახლა, როდესაც არის შემთხვევათა მატება, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევათა მატებას არ მოჰყვეს სიკვდილიანობის მატება, ჩემი გადადგომა არ იქნებოდა კარგი, რამეთუ მე ვარ კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი და ვახორციელებ კოორდინაციას ქვეყანაში ყველა პაციენტის მკურნალობასა და მოვლაზე, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, გადადგომის მიზეზი მთავრობის წევრებთან დაპირისპირება არ ყოფილა.

“მქონდა ჩემი პირადი მოსაზრებები, ყველა ადამიანს აქვს პირადი მოსაზრებები და არ არის იშვიათი სიტუაცია, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ ხომ არ სჯობს გადადგეს. მიზეზი არ ყოფილა მთავრობის წევრებთან დაპირისპირება, მე გიორგი გახარიას რამდენჯერმე შევხვდი, თუმცა ამ გადაწყვეტილების გადაფიქრებასთან მას არანაირი კავშირი არ ჰქონია”, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამასთან, ცერცვაძემ აღნიშნა, რომ მას ადრეც ჰქონდა გადადგომის გადაწყვეტილება მიღებული და მაშინდელი გადაწყვეტილების მიზეზი ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ დავით სერგეენკოსთან დაპირისპირება იყო.

“ადრე გადადგომის სხვა მიზეზი იყო, ადრე მიზეზი იყო ის, რომ წლების მანძილზე ძალიან შევიწროებული და ჩვენი ინფრასტრუქტურა იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ჩემი წინა მცდელობა გადადგომის და განცხადება, მთლიანად დამოკიდებული იყო ჩვენს ამ მოთხოვნასთან, რომ გაუმჯობესებულიყო ჩვენი ინფრასტრუქტურა და მიგვეღო ახალი შენობა. დავით სერგეენკოსთან სწორედ შენობის გამო მქონდა დაპირისპირება”, - განაცხადა ცერცვაძემ.

იხილეთ ვიდეო:“ამაზე კომენტარი არ მინდა გავაკეთო... არ დავაზუსტებ თუ რატომ შევცვალე გადაწყვეტილება“ – თენგიზ ცერცვაძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო