არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრი“ მიიჩნევს, რომ თსუ-ს რექტორის არჩევნებს კანონიერი ძალა არ გააჩნია

არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრი“ მიიჩნევს, რომ თსუ-ს რექტორის არჩევნებს კანონიერი ძალა არ გააჩნია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, სტუდენტები არჩევნების ბათილად გამოცხადებას და ხელახლა ჩატარებას ითხოვენ.

„ორგანიზაციის წევრმა სტუდენტებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების პროცედურული დარღვევის შესახებ, აკადემიურ საბჭოში 5 აგვისტოს საჩივარი შეიტანეს. თითქმის სამი თვის შემდეგ, თსუ-ს აკადემიურ საბჭოს, სტუდენტების საჩივარზე პასუხი არ აქვს.

ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, სამართლებრივი პასუხი ერთი თვის ვადაში უნდა გაცემულიყო, თუმცა, როგორც უნივერსიტეტში განაცხადეს, საჩივარი უნივერსიტეტის ხუთ სხვადასხვა უწყებას დაეწერა და, შესაბამისად, პასუხი ჯერ არ მომზადებულა.

რექტორის არჩევნებს აკვირდებოდა „პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენელი - ნიკა გვაზავა, რომელმაც გამოავლინა, რომ შემაჯამებელ ოქმს კომისიის ერთ-ერთი წევრის- რევაზ აფხაზავას ხელმოწერა აკლდა. არადა, შიდა სამართლებრივი აქტის მიხედვით, ოქმს ყველა წევრის ხელმოწერა უნდა ჰქონოდა, შესაბამისად, როგორც „პროგრესის ცენტრი“ მიიჩნევს, რექტორის არჩევნებს კანონიერი ძალა არ გააჩნია.

სტუდენტები არჩევნების ბათილად გამოცხადებას და ხელახლა ჩატარებას ითხოვენ.

,,პროგრესის ცენტრი“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ,,სტუდენტთა უფლებების მხარდაჭერის პროგრამას“ National Endowment for Democracy (NED)-ის მხარდამჭერით ახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა