„ლელოს“ ლიდერები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ჯილიან სტირკს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ლელოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, სადაც წინასაარჩევნო რთული გარემო განიხილეს, რომელიც, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წახალისებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ხდება და ისაუბრეს, იმაზე თუ როგორ უნდა ჩატარდეს ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს „ლელოს“ ხედვაზე, თუ როგორ უნდა განახლდეს საქართველოში დემოკრატია და ამ მიმართულებით აღდგეს დარღვეული ბალანსი.

"ლელო" მიესალმება საქართველოს დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გამოჩენილ ყურადღებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს