ანდრიუს კუბილიუსი - ვიცით საქართველოში არსებულ რამდენიმე ჯგუფზე, რომლებიც შესაძლოა, კრემლთან უფრო ახლოს იყვნენ, მაგრამ მათ პროდასავლურ ორიენტაციაზე დიდი გავლენა არ აქვთ

ვიცით საქართველოში არსებულ რამდენიმე ჯგუფზე, რომლებიც შესაძლოა, კრემლთან უფრო ახლოს იყვნენ, მაგრამ, როგორც ვხედავთ, მათ პროდასავლურ ორიენტაციაზე დიდი გავლენა არ აქვთ,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას ეხებოდა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში საქართველოს მხრიდან პროდასავლური ინტეგრაციის მიმართ ერთგულებას ხედავენ. მისივე თქმით, საქართველო რუსეთის იმ სამეზობლოშია, სადაც დეზინფორმაციის მხრივ კარგად ესმით, რას უნდა ელოდონ და რა გააკეთონ.

„დაზუსტებით არ ვიცი, რა გზებით შეუძლია რუსეთს აღნიშნულზე გავლენის მოხდენა და რას უნდა ველოდოთ. ვიცით საქართველოში არსებულ რამდენიმე ჯგუფზე, რომლებიც შესაძლოა, კრემლთან უფრო ახლოს იყვნენ. მაგრამ, როგორც ვხედავთ, მათ პროდასავლურ ორიენტაციაზე დიდი გავლენა არ აქვთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდასავლური ინტეგრაციის მიმართ ერთგულებას ვხედავთ. მეორე მხრივ, რაც შეეხება პროპაგანდას, დეზინფორმაციასა და ა.შ. - მგონია, თქვენ და ჩვენ რუსეთის იმ სამეზობლოში ვცხოვრობთ, სადაც პრესის ექსპერტები ვართ, იმ გაგებით, რომ ვიცით, რას უნდა ველოდეთ და რა უნდა გაკეთდეს. შესაბამისად, შესაძლოა, ჩვენ დეზინფორმაციის პირისპირ ბუნებრივი გამძლეობაც გვქონდეს, რაც უფრო მეტად დაცულებს გვხდის ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, ევროპარლამენტმა ამ საკითხზე სპეციალური კომიტეტიც შექმნა, მაგრამ მას დრო სჭირდება, რადგან, ჩვენს კოლეგებს ევროპაში უნდა ავუხსნათ, თუ რა შესაძლებლობები აქვს რუსეთს ჩვენს პოლიტიკურ სისტემებში შემოღწევისთვის, რა ტიპის პროპაგანდასთან გვაქვს საქმე და როგორ უნდა დავიცვათ ჩვენ სისტემები ამ შესაძლო გავლენებისგან. ეს სამომავლო საქმეა. ჩვენ ყველა ვცდილობთ, დავარწმუნოთ ევროპა, რომ ამ მხრივ უფრო მეტად მამაცი და ეფექტური იყოს, თუმცა ეს დროს მოითხოვს“, - განაცხადა კუბილიუსმა.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა