ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი და თურქეთი ერთმანეთს მხარს ნებისმიერ საკითხში დაუჭერენ, ასეთი ურთიერთობა მთელი მსოფლიოსთვის მაგალითი უნდა გახდეს

აზერბაიჯანი და თურქეთი ერთმანეთს მხარს ნებისმიერ საკითხში დაუჭერენ, ასეთი ურთიერთობა მთელი მსოფლიოსთვის მაგალითი უნდა გახდეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქულ ტელერხთან ინტერვიუში განაცხადა.

„ერდოღანის თამამი და მტკიცე განცხადებები ბევრი ქვეყნისთვის გაფრთხილებად იქცა – მან მსოფლიოს განუცხადა, რომ აზერბაიჯანი მარტო არ არის და არ ჩაერიონ ჩვენს საქმეებში. აზერბაიჯანისა და თურქეთის ურთიერთობა სამაგალითოა“, - განაცხადა მან.

ინტერვიუს დროს ალიევმა მკაცრად გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მისი თქმით, მაკრონმა აზერბაიჯანს მცდარი ბრალდებები წაუყენა და ამისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს.

„მან თქვა, რომ აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის დაპყრობა სურს. მთიანი ყარაბაღი ჩვენი მიწაა. განა შესაძლებელია საკუთარი მიწის დაპყრობა? ჩვენ ამაზე ვერ გავჩუმდებით“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა