მარინა ენდელაძის განცხადებით, თბილისში კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა, რის გამოც საზოგადოებას მოუწოდებს, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, თბილისში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა.

მარინა ენდელაძის თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს იმისთვის, რომ თბილისში არ დაიწყოს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დიდი რაოდენობით მატება.

„ყველაზე მთავარია ის, რომ მოიმატა თბილისში ინფიცირების შემთხვევებმა. რა თქმა უნდა, ყველა რეგიონს ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ მოსახლეობის სიმჭიდროვის გათვალისწინებით, ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება აქ ხდება, ძალიან გვჭირდება სიფრთხილე, იქნებ როგორმე გადავურჩეთ ძლიერ დატვირთვას და ბევრი რაოდენობით ინფიცირებულის გამოვლენას“,-განაცხადა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა. კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან 348 აჭარაში, 99 შემთხვევა კი თბილისში დაფიქსირდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს