გია ვოლსკი პეტერ სატანოს განცხადებაზე - ამ ვითარების დრამატიზირებას არ მოვახდენდი, საქართველო სასამართლოს აქვს მაღალი რეიტინგი

ვენეციის კომისიას ასეთი აზრი აქვს - მას აქვს რეკომენდაცია გარკვეულ ნიუანსზე, რაც ქართულმა მხარემ არ შეასრულა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

ვოლსკი ამბობს, რომ საქართველო სასამართლოს აქვს მაღალი რეიტინგი და მის მიმართ ნდობის ფაქტორი მაღალია.

“არის რაღაც ნიუანსები, რაც ბოლომდე გათვალისწინებული არ არის და ვენეციის კომისიას ასეთი აზრი აქვს - მას აქვს რეკომენდაცია გარკვეულ ნიუანსზე, რაც ქართულმა მხარემ არ შეასრულა და იმედს გამოთქვამენ, რომ შემდეგი პარლამენტი ამ რამდენიმე ნიუანსს გაითვალისწინებს. ამ ვითარების დრამატიზირებას არ მოვახდენდი. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც რეიტინგები ქვეყნდება, საქართველოს სასამართლო ბევრ დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოზე მაღალ მაჩვენებელს აჩვენებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

ვოლსკის აზრით, “სასამართლო შედგა და მსოფლიოში პირველ ოცეულშია“.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი პეტერ სატანო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს.

განცხადებაში ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლო სისტემაში ეთიკისა და მთლიანობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა გადამწყვეტია საქართველოს სანდოობისათვის მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალსაზრისით და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განვითარებისათვის.

„30 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვას. ევროკავშირმა და სხვა მნიშვნელოვანმა დამკვირვებლებმა არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება ამ შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზების გამო.

სამწუხაროა, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას ამ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც მან თავად მოითხოვა და რომელიც უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. ეს დაკარგული შესაძლებლობაა, რომ საზოგადოებაში მეტი ნდობა შექმნილიყო ამ პროცესის მიმართ.

ევროკავშირი შეაფასებს კანონმდებლობას და მის შედეგებს, ვენეციის კომისიის მოსალოდნელი მოსაზრების გათვალისწინებით და ელის, რომ საქართველო შემდგომ განიხილავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით შერჩევის პროცესის წესებს.

სასამართლო სისტემაში ეთიკისა და მთლიანობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა გადამწყვეტია საქართველოს სანდოობისათვის მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალსაზრისით და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განვითარებისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა